|
გახსნის სავარაუდო თარიღი: 2008 წლის 10 ივლისი ადგილი: იმერეთი, წყალტუბოს რაიონი, სოფელი ქვიტირი
ი/მ “დიანა კახიძის” მიზანია აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტის დახმარებით გააფართოვოს არსებული საქმიანობა და ჩამოაყალიბოს თანამედროვე ტიპის ფერმერთა მომსახურების ცენტრი, სადაც ცალობით და ბითუმად გაიყიდება პესტიციდები, ჰერბიციდები, ფუნგიციდები, სასუქები, სასოფლო-სამეურნეო დანადგარები, შესაფუთი ცელოფანი სათბურებისთვის, ვეტერინარული პრეპარატები, ასევე უზრუნველყოფს ფერმერთა მომსახურებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. აგრობიზნესის განვითარების პროექტის 46,000 აშშ დოლარის გრანტი მოხმარდა თაროების, ავეჯის, საოფისე აღჭურვილობის, პროდუქციის გასავრცელებელი ავტომანქანებისა და ზოგიერთი მარაგის შესყიდვას, გარემოზე ზემოქმედების შერბილებას, მარკეტინგსა და ტრენინგს და, ნაწილობრივ, განახლებას. ქ-ნი კახიძის თანადაფინანსებით _ 65,500 აშშ დოლარით _ დაიფარა განახლების ძირითადი ხარჯები და მარაგები, ასევე, ყველა საოპერაციო ხარჯი, მათ შორის ახლად შექმნილი სამუშაო ადგილების ხელფასები. ფერმერთა მომსახურების ცენტრი სარგებელს მოუტანს 2,000 ფერმერს წყალტუბოს რაიონში და შექმნის 10 სამუშაო ადგილს.
|