FAQ --

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები რანდომიზaციის შესaხებ

აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილია განსაზღვრული რაოდენობის წილობრივი გრანტის გაცემა, კვალიფიცირებულ და ღირსეულ პროექტთა რიცხვი კი მნიშვნელოვნად აჭარბებს დადგენილ ზღვარს. როგორ გამოვავლინოთ გამარჯვებული? რანდომიზაცია (შემთხვევითი შერჩევა) თანაბარქულიან საპროექტო წინადადებებს გამარჯვების თანაბარ შანსს აძლევს. თანაბარქულიანად ითვლება ის პროექტები, რომელთა შეფასება მერყეობს 70-დან 85-მდე.

 

ცხადია, საუკეთესო გადაწყვეტილება თითოეული ღირსეული პროექტის დაფინანსება იქნებოდა, რაც, სამწუხაროდ, შეუძლებელია შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო. ამდენად, რამდომიზაცია არსებულ ალტერნატივათაგან საუკეთესო მეთოდი აღმოჩნდა. საჯარო რამდომიზაციის ჩატარებით ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას თითოეული პროექტის მიმართ. 

 

რანდომიზაცია სრულიად ინოვაციური მეთოდია საქართველოში და, ცხადია, უამრავ შეკითხვას წამოჭრის. წინამდებარე (და, ჩვენი ღრმა რწმენით, სასარგებლო) დოკუმენტი წარმოგიდგენთ პასუხებს ყველაზე ხშირ შეკითხვებზე. თუ თქვენ სხვა კითხვა გაგიჩნდათ, მიმართეთ აგრობიზნესის განვითარების პროექტისა და ფონდი «ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს» კვალიფიცირებულ სპეციალისტებს. 

 

კითხვები:

 

რატომ აფინანსებთ პროექტების მცირე რაოდენობას ამ ეტაპზე? რატომ არ აფინანსებთ უფრო მეტ პროქტს?


ჩვენ ვაფინანსებთ რაციონალური რაოდენობის პროექტებს განსაზღვრული დროის განმავლობაში, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, ჯეროვანი ყურადღებით მოვეკიდოთ თითოეულ მათგანს და სრულფასოვნად განვახორციელოთ პროგრამა. გამოცდილების ზრდის პარალელულად შესაძლოა დროის მცირე მონაკვეთში მეტი პროექტი დაფინანსდეს.  სამწუხაროდ, მაინც შეუძლებელი იქნება აგრობიზნესის განვითარების პროექტისათვის გამოყოფილი რესურსებით ყველა ღირსეული პროექტის დაფინანსება.

 

რატომ არჩევთ გამარჯვებულებს რანდომიზაციის საშუალებით? ხომ არ ჯობდა, პირდაპირ მაღალქულიანი პროექტები დაგეფინანსებინათ?


პროექტის განხორციელებისას, ჩვენ განუხრელად ვიცავთ დადგენილ საჯარო წესებს, რომელთა თანახმად შეფასდება ყველა განაცხადი. ის საპროექტო წინადადება, რომელიც მიიღებს 70 ან მეტ ქულას, მიიღებს მონაწილეობას შერჩევაში. გამოკვეთილია ორი ძირითადი კატეგორია: პირველი კატეგორია, რომელშიც შევა ყველა განაცხადი, რომელიც მიიღებს 86-100 ქულას და მეორე კატეგორია, რომელიშიც შევა ის საპროექტო წინანდებები, რომლებიც 70-85 ქულით შეფასდება. მონაწილე პროექტთა რაოდენობა ორივე კატეგორიიდან დადგინდება უშუალოდ რაუნდის წინ, ხელიმისაწვდომი გრანტის მთლიანი მოცულობის საფუძველზე. შეძლებისამებრ, ყურადღება  გამახვილებული იქნება მაღალქუალიანი პროექტების დაფინანსებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი საპროექტო წინადადება ვერ მიიღებს 85 ქულაზე მეტს, მაშინ თითოეული კანდიდატის შერჩევა მეორე კატეგორიიდან მოხდება. რანდომიზაცია ტარდება მაშინ, როდესაც ღირსეული პროექტი ბევრია, რესურსები კი _ შეზღუდული და, ამდენად, შეუძლებელია თითოეული მათგანის დაფინანსება.

 

ჩემი საპროექტო წინადადება 74 ქულით შეფასდა, ხოლო სხვისი კი – 72 ქულით. რატომ გვეძლევა მოგების თანაბარი შანსი? მე ხომ უფრო მაღალი ქულა მივიღე?


როდესაც მიღებულ ქულათა რაოდენობა მკვეთრად განსხვავებულია, იქმნება გამარჯვებულ საპროექტო წინადადებათა გამოვლენის საშუალება. სწორედ ამ მიზნით, ჩამოყალიბდა ორი კატეგორია. თუმცა, მაშინ, როდესაც განსხვავება უმნიშვნელოა (1-2 ქულა), ოპტიმალურ საშუალებად მიგვაჩნია რანდომიზაციის ჩატარება, რომელიც ქმნის დაახლოებით თანაბარქულიანი პროექტებიდან გამარჯვებულის შერჩევის ლოგიკურ და სამართლიან შესაძლებლობას.

 

სადმე თუ განხორციელებულა მსგავსი მიდგომა? იყო თუ არა ეფექტური? რამდენად უჭერდა ამ მეთოდს მხარს საზოგადოება?


რანდომიზაცია დანერგილია ბევრ სფეროში, განსაკუთრებით აქტიურად მას მეცნიერები იყენებენ. ამ მეთოდმა, თავისი სამართლიანობიდან გამომდინარე, ფართო გამოყენება ჰპოვა.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორციელდება უამრავი სოციალური პროგრამა (განათლება, კომუნალური მშენებლობა, საპენსიო პროგრამები). იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ მონაწილეთა რაოდენობა აჭარბებს დადგენილ ზღვარს, ხდება რანდომიზაციის მეთოდის გამოყენება. აღნიშნული მეთოდი ფართოდაა დანერგილი და საკმაოდ წარმატებულად ითვლება.

 

რა მოხდებოდა, სულ რომ არ ჩაგეტარებინათ რანდომიზაცია? ნუთუ ეს ასე ცუდი იქნებოდა?


რანდომიზაცია რომ არ ჩაგვეტარებინა, იძულებულნი ვიქნებოდით, სხვა მეთოდი მოგვენახა, რამდენადაც კვალიფიცრებულ პროექტთა ოდენობა აჭარბებს დადგენილ ზღვარს და არსებულ რესურსს. ჩვენ უკვე აგიხსენით, თუ რატომ იქნებოდა ჩვენთვის მიუღებელი და უსამართლო მაღალქულიანი საპროექტო წინადადებების მარტივი შერჩევა. გარდა ამისა, რანდომიზაციის საშუალებით აგრობიზნესის განვითარების პროექტს არ ემუქრება საპროექტო წინადადებათა არაობიექტური და მიკერძოებითი შეფასების ბრალდების საფრთხე.

 

რატომ თვლით ამ პროცესს სამართლიანად, იგი ხომ ლატარიას ჰგავს?


თანაბრად კვალიფიცირებულ და ღირსეულ კანდიდატებს გამარჯვების თანაბარი შანსი უნდა ჰქონდეთ. რანდომიზაცია კი აღნიშნული მიზნის მიღწევის ერთადერთი გზაა. ცხადია, არსებობს რანდომიზაციის ჩატარების რამდენიმე მეთოდი, მათ შორისაა ლატარიაც. თუ თქვენ ლატარიაში იღებთ მონაწილოებას, ცხადია, დარწმუნებული უნდა იყოთ მის სამართლიანობასა და ობიექტურობაში. სწორედ ამიტომ ვატარებთ რანდომიზაციის პროცესს საჯაროდ, რომელსაც ესწრება აშშ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ექსპერტი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. თითოეული თქვენგანიც ხომ პროცესის უშუალო თვითმხილველია _ ჩვენ კი გიჩვენებთ და დაგიმტკიცებთ, რომ პროცესი მართლაც სამართლიანი და გამჭირვალეა.

 

დარწმუნებული ხართ, რომ შეუძლებელია რანდომიციის პროცესის გაყალბება?


დიახ. ეს სისტემა უაღრესად რთულია იმისათვის, რომ ვინმემ გააყალბოს იგი.

 

პროცესის სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის გარანტიას იძლევა ისეთი ტექნიკური პროცედურები, როგორიცაა: (ა) კონვერტებით სავსე კალათი შვიდჯერ ტრიალდება; (ბ) პირს, რომელიც კალათიდან კონვერტს იღებს, ეკრძალება კალათში ჩახედვა; (გ) მოწვეულნი არიან დამკვირვებელნი, რომლებიც ადასტურებენ პროცედურის ობიექტურობას; (დ) მთელი პროცესი გადაღებულია ვიდეო ფირზე. გარდა ამისა, პროცესს დააკვირდებით უშუალოდ თქვენც, და ცხადია, არ დაუშვებთ რაიმე ნაკლოვანებას.

 

ჩემი საპროექტო წინადადება შეირჩა. თუმცა სულ ახლახანს მითხრეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი პროცედურაა შესასრულებელი, ვიდრე გრანტს მივიღებდე. რა სახის «ბევრ პროცედურაზეა» საუბარი?


კარგი შეკითხვაა. აგრობიზნესის განვითარების პროექტის სპეციალისტები ამის შესახებ აუცილებლად გაგესაუბრებიან. დამატებითი პროცედურების შესრულება აუცილებელია წარდგენილი ინფორმაციის უტყურობის დასადასტურებლად, საპროექტო წინადადებისა და ბიზნესის დეტალურად შესასწავლად, აგრეთვე, დახმარების სათანადო დონეზე გასაწევად.

განცხადებები
2008-06-14 19:41
ADA

ჩვენი მისია:

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება; ფერმერული მეურნეობების და აგრო-მეწარმეების შემოსავლების ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით.

 

ჩვენი ხედვა:

ფერმერების, მეწარმეებისა და აგრობიზნესების დახმარება შესაბამისი ტექნოლოგიით, მათთვის თანამედროვე ბიზნეს - პრაქტიკის გაცნობა, ბაზრისა და საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება, რის შედეგადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სექტორის შემოსავლები და მომგება, გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები სოფლად.

2006-09-26 12:32

საყურადღებო ინფორმაცია

  • ღორის ჭირის მაშტაბური ხასიათის გამო, აგრობიზნესის განვითარების პროექტში მეღორეობის პროექტების მიღება დროებით შეჩერებულია.

 

 
თქვენ ხართ ვიზიტორი
Project Management: CIMS consulting
Created By ITDC