|
გახსნის სავარაუდო თარიღი: 2008 წლის 26 ივნისი ადგილი: ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ტბისი
შპს “ალგეთი - 2000”-მა აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტის დახმარებით თეთრიწყაროს რაიონში მიზნად დაისახა არსებული საკალმახე მეურნეობის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია, პროდუქციის მოცულობისა და ხარისხის ზრდა. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საინკუბაციო საამქროს გაუმჯობესება საკუთარი ლიფსიტის სტაბილური წარმოებისათის. საბაზრო კავშირების გაფართოების მიზნით აპლიკანტი გეგმავს კლიენტების მოძიებას და ახალი, ცოცხალი თევზის მიწოდებას სპეციალური სადისტრიბუციო ავტომობილის მეშვეობით, რომელიც აღჭურვილი იქნება ავზითა და ჟანგბადის მიწოდების სისტემით. აგრობიზნესის განვითარების პროექტის 45,000 აშშ დოლარის გრანტი მოხმარდა საკვების, დიზელ-გენერატორის, საოფისე ტექნიკის, თევზის გადამყვანი ავტომობილის და აუზის კონსტრუქციის შესყიდვას, გარემოზე ზემოქმედების შერბილებას, მარკეტინგსა და ტრენინგს და, ნაწილობრივ, განახლებას. ბ-ნი მესტვირიშვილის თანადაფინანსებით _ 63,000 აშშ დოლარით _ შეძენილი იქნა ლიფსიტები, დაიფარა განახლების ძირითადი ხარჯები და მარაგები, ასევე, ყველა საოპერაციო ხარჯი, მათ შორის ახლად შექმნილი სამუშაო ადგილების ხელფასები. პროექტი შექმნის 6 ახალ სამუშაო ადგილს და სარგებელს მოუტანს 15 არაპირდაპირ ბენეფიციარს.
|